
რა შედის ძიძის მოვალეობებში და რა ღირს ხარისხიანი ძიძის მომსახურება?
ძიძის როლი და მნიშვნელობა ოჯახში
- ძიძის აყვანის დადებითი მხარეები
ძიძის მოვალეობები და უნარები
- ძიძის ძირითადი მოვალეობები
- საჭირო უნარები და ცოდნა
- ძიძის კომპეტენტური მუშაობის მაგალითები
ოპტიმალური ხელფასის განსაზღვრა
- რა არის უფრო მომგებიანი ოჯახისთვის?
- როგორ დავაკმაყოფილოთ თანამედროვე კრიტერიუმები
- რაში სურთ მშობლები გადაიხადონ?
"
ძიძის როლი და მნიშვნელობა ოჯახში
მშობლებიი სხვადასხვა მიზეზის გამო მიმართავენ ხოლმე ძიძის მომსახურებას:
ხშირად ბავშვი ვერ ეგუება ბაღს ან ზოგიერთ რეგიონში სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილების დეფიციტია და ძიძის დაქირავება აუცილებელი ხდება.
- მატერიალური სიძნელეების გამო დედა იძულებულია შეიმციროს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და დაუბრუნდეს სამსახურს.
- არანორმირებული სამუშაო საათების, რთული განრიგის, სამსახურიდან სახლამდე მანძილისა და სამსახურიდან დაგვიანებით დაბრუნების გამო მშობლებს უჭირთ ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანა და სახლში დროულად დაბრუნება.
- განსაკუთრებული სიტუაციები ოჯახში, რომელიც დაკავშირებულია მშობლების სერიოზულ დაავადებებთან ან ხანგრძლივ მივლინებებთან, არ გვაძლევს საშუალებას მივაქციოთ ბავშვებს სათანადო ყურადღება.
ასეთ პრობლემებს ამწვავებს უფროსი თაობის დასაქმება, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის დამახასიათებელია და მშობლებს არ აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს ახალგაზრდა ოჯახებს შვილიშვილების მიხედვაში...
მეორეს მხრივ, საბავშვო ბაღის არასათანადო მომსახურეობის ხარისხითაც მშობლები ხშირად უკმაყოფილონი არიან. ჯგუფების გადატვირთულობის გამო ბავშვები ხშირად ავადდებიან და მასწავლებლები ვერ უთმობენ საკმარის დროსა და ყურადღებას თითოეულ ბავშვს.
შედეგად, მცირეწლოვანი ბავშვების დედები, რომლებსაც ბაღში მიჰყავთ ხოლმე ბავშვები, სამსახურში ექმნებათ დამატებითი სირთულეები:
- ავადმყოფობა იქნება თუ სხვა მიზეზებით ხშირი დათხოვნები, რასაც ბუნებრივია არ მიესალმება ხოლმე არცერთი ხელმძღვანელი
- ბავშვის განვითარების და სასკოლოდ მომზადებისთვის დამატებითი ფინანსების მოძიების გარდაუვალობა
ძიძის აყვანის დადებითი მხარეები
ამგვარად, ოჯახები მიდიან ხოლმე ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე, კვალიფიციური სპეციალისტის ოჯახში მოწვევასთან დაკავშირებით. ამ მიდგომით, როგორც ბავშვი, ასევე მშობლები იღებენ უამრავ უპირატესობას. ინდივიდუალური განათლება საშუალებას გაძლევთ დაუთმოთ თქვენს შვილს მაქსიმალური ყურადღება, ასწავლოთ წერა-კითხვა, მათემატიკის საფუძვლები და უცხო ენა. საგანმანათლებლო საქმიანობა ითვალისწინებს ბავშვის ასაკს და მისი ფსიქიკის თავისებურებებს. ბავშვები არ განიცდიან სტრესს, არ ეჯიბრებიან თანატოლებს, არ ეშინიათ შეცდომების დაშვებისა და აზრის გამოხატვის.
თუ ძიძასა და ბავშვს შორის თბილი და სანდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ეს ადამიანი თანდათან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბავშვის ცხოვრებაში. მშობლების არყოფნის შემთხვევაში, ძიძას ყოველთვის შეუძლია მოუსმინოს და დაამშვიდოს ბავშვი, უზრუნველყოს მისი მორალური და ემოციური მხარდაჭერა. ეს ეხმარება ბავშვებს აიმაღლოს თვითშეფასება და გაიზარდონ თავდაჯერებულ, კომუნიკაბელურ ადამიანებად.
გამოცდილი ძიძის სახლში მოწვევით, ოჯახის ზრდასრული წევრებიც ხედავენ საერთო ფსიქოლოგიური ატმოსფეროს დათბობას ახალი თავისუფალი დროის გამოჩენის შედეგად. ძიძა ათავისუფლებს მშობლებს ყოველდღიური რუტინული პროცესებისგან, რაც ბუნებრივია ოჯახურ სიმყუდროვეს უფრო მშვიდს ხდის.
ძიძის მოვალეობები და უნარები
ძიძა — არის საოჯახო პერსონალის განსაკუთრებული კატეგორიაა. ფორმალურად, სამუშაო პასუხისმგებლობა მოიცავს ბავშვის მოვლას, კვების ორგანიზებას, ჰიგიენას, დასვენებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხოლო ფაქტობრივად კი, თითოეული მოვალეობების შეთანხმება ხდება მუშაობის დაწყებამდე და მოიცავს დამსაქმებლებთან შეთანხმებულ ქმედებებს ბავშვის მშობლებთან იქნება ეს თუ მის სხვა ახლო ნათესავთან, რა დროსაც გათვალისწინებულია ხოლმე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ოჯახური ტრადიციები, ასაკი, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხასიათი, სამუშაო ფორმატი და ოჯახის ფინანსური მხარე.