მოხუცის მომვლელის შესახებ
მომვლელის აყვანა საჭიროა მაშინ, როცა ოჯახს მარტო აღარ ჰყოფნის რესურსი — დრო, ძალა და ნერვები 👇
მომვლელის დახმარებით ოჯახი თავიდან იცილებს გადაღლას, სტრესს მისი ოჯახის წევრის უჩვეულო მდგომარეობაში ყოფნისთვის ყოველწუთას შეხედვით და შეცდომებს, ხოლო ავადმყოფი იღებს ღირსეულ, უსაფრთხო და თბილ გარემოს.
"
ავადმყოფის მომვლელის ძირითადი მოვალეობები მოკლედ და გასაგებად 👇
ზრუნვა და ჰიგიენა
- პირადი ჰიგიენის დაცვა (ბანაობა, საფენების შეცვლა, სუდნოზე დასმა...)
- ტანსაცმლისა და თეთრეულის გამოცვლა, გარეცხვა, გაშრობა, დაუთავება და ზოგადად სუფთა მდგომარეობაში ყოფნა
- საწოლის დალაგება
- ნაწოლების, სიწითლეების/ჭრილობის დამუშავება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- წამლების დროულად მიცემა (ექიმის დანიშნულებით)
- წნევის, ტემპერატურის, შაქრის კონტროლი (თუ საჭიროა)
- მდგომარეობის დაკვირვება და ოჯახის/ექიმის ინფორმირება
კვება
- საკვების მომზადება მათ შორის დიეტურის (მოთხოვნების მიხედვით)
- კვებაში დახმარება
- სითხის მიღების კონტროლი
მოძრაობა და უსაფრთხოება
- ადგომა-დაჯდომაში დახმარება
- გადაადგილება სახლში
- დაცემა/ტრავმის პრევენცია
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
- ყურადღება, საუბარი, ემოციური მხარდაჭერა
- მარტოობის შემცირება
საოჯახო მინიმალური საქმეები
- ავადმყოფის ჭურჭლის გარეცხვა
- ოთახის სისუფთავის შენარჩუნება
📌 არ შედის (თუ დამატებით არ არის შეთანხმებული):
- მთელი სახლის დალაგება
- ოჯახის სხვა დანარჩენ წევრებზე ზრუნვა
- მძიმე ფიზიკური სამუშაოები
ქართული
English
Русский